პარლამენტს ქალისა და კაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას სთხოვენ

68 მნახველი

ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა, პარლამენტის ბიუროს გადააწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მოქალაქე ითხოვს, რომ ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი 60 წელი იყოს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, კაცებს პენსიაზე გასვლა 65, ხოლო ქალებს – 60 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

1Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *