პარლამენტის გადატანა ქუთაისისთვის დანაკლისი არ იქნება, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის

66 მნახველი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა ქუთაისისთვის დანაკლისი არ იქნება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, უკვე გარკვეულია პარლამენტის შენობის ბედი.

„ეს ქალაქისთვის არ იქნება დანაკლისი. რაც ჩვენ გვაწუხებდა, ამ შენობის ფუნქცია აბსოლუტურად გაურკვეველი იყო და ახლა გარკვეულია, ამ საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის კონტურები ჯერჯერობით ძალიან ფერმკრთალი იყო, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა იქნება თვალსაჩინო. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ტექნოლოგიური ცენტრი თანამედროვე, 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება. ასე, რომ პერსპექტივაში ქუთაისს ვხედავ, როგორც გაცილებით ძლიერად ფეხზე მდგომ ქალაქს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *