„არავინ მარცხდება და არ იმარჯვებს. არ ვაპირებ დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო“

53 მნახველი

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაშიც, – ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კერძოდ, მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის აზრი გუნდის უმრავლესობის მოსაზრებას დაემთხვა გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის საკითხზე.

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიასგადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებას, მდინარაძის თქმით, ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

„არავინ მარცხდება და არ იმარჯვებს. არ ვაპირებ დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო. მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს. ვიმსჯელებთ გუნდში და გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესანარჩუნებელი. ბიძინა ივანიშვილსჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაშიც. პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად უმრავლესობას“,- აღნიშნა მდინარაძემ.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *