50 მნახველი

ფრაქ­ცია „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, ის კო­მი­ტეტ­ში ვე­რა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ღარ და­ი­კა­ვებს.

„ფრაქ­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მო­მიწ­ვი­ოს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, მე აღარ ვიქ­ნე­ბი იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი ფრაქ­ცი­ის სა­ხე­ლით და ვერც ვე­რა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ღარ და­ვი­კა­ვებ კო­მი­ტეტ­ში. ეს არის ფრაქ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა­საც ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ. სა­კი­თხი არის არა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ იქ­ნე­ბა თავ­მჯდო­მა­რე ან მო­ად­გი­ლე, არა­მედ ის, თუ რო­გორ ჩა­ა­ტა­რებს პარ­ლა­მენ­ტი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი, თო­რემ გედი ფო­ფხა­ძე სულ რომ არ იყოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ამით პარ­ლა­მენ­ტი არ და­ზა­რალ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყო­ფი­თია.

მი­სი­ვე თქმით, ის თა­ვის პო­ზი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფიქ­სი­რებს ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ეკა ბე­სე­ლი­ას წარ­დგე­ნით, გა­სულ კვი­რას აირ­ჩი­ეს.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *