გიორგი ლაღიძე – „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს „ყაზტრანსგაზის“ დაუდევრობას, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს“

90 მნახველი

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაური დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.  სამწუხაროდ, ეს არის იმ დაუდევრობის შედეგი, რაც საქართველოში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ძალიან მნიშვნელოვანია დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით. ფაქტია, ჩვენ საქმე გვაქვს დაუდევრობასთნ და გულგრილობასთან. თუმცა სამწუხაროდ, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის ელექტროენერგიას და ბუნებრივ გაზს აკონტროლებენ უცხოური კომპანიები.  სასწრაფოდ, სახელმწიფომ ეს კომპანიები უნდა გამოაცხადოს საკუთრებად, ამის სამართლებრივი ბერკეტები ნამდვილად არსებობს. ყველა თავმოყვარე სახელმწიფო ამას გააკეთებდა. რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს ყაზტრანსგაზის დაუდევრობას, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს“ – წერს გიორგი ლაღიძე.

78Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *