„პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ..“

32 მნახველი

მე, პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, “პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არის ამორალური”.

“პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდნეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *