“ქართული ოცნების” ტერორი – გოცირიძე ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

31 მნახველი

“ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და ექნება განსხვავებული აზრი,“ ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას.

ოპოზიციის წარმომადგენელი პირადი ცხოვრების ინფორმაციის გასაჯაროებას ტერორად აფასებს და მიაჩნია, რომელიც მმართველ გუნდში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისკენაა მიმართული.

„არც ერთი პოლიტიკურად რეზონანსული შემთხვევა ამ 6 წლის განმავლობაში არ გამოძიებულა, როდესაც ეს ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება. თუ დღემდე განვითარებული მოვლენები შეიძლება შეგვეფასებინა, როგორც რაღაც ასე ვთქვათ, სპეცოპერაცია ჭირვეულის მოსარჯულებლად, დღეს უკვე ეს გასცდა ამ ფარგლებს და ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და მას ექნება განსხვავებული აზრი,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ კადრები სოციალურ ქსელში, მისმა ოჯახის წევრმა ნახა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.  სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს დავით ჭიჭინაძე და მისი რძალი.

საგანგებო განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც. მან “ქართულ ოცნებას” მიმართა. ეკა ბესელია მასთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს ღია წერილით ბრძოლას საჯაროდ უცხადებს.

დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება სწორედ “ქართული ოცნების” რიგებიდანაა ორკესტრირებული.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *