გიორგი ლაღიძე – „პოლიციაზე მასობრივი თავდასხმებისა და ვანდალიზმის აშკარა ფაქტები ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელია!“

31 მნახველი

პანკისში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით პანკისის ხეობაში პოლიციაზე მასობრივი თავდასხმა და ვანდალიზმის ფაქტები ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელია!

“პანკისის ხეობის მოსახლეობას აქვთ უფლება, მშვიდობიანად გააპროტესტონ ჰესის მშენებლობა, მაგრამ პოლიციაზე მასობრივი თავდასხმებისა და ვანდალიზმის აშკარა ფაქტები ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელია!

ასე სად არის?! სპეცრაზმი რატომ შემოიყვანეთ ჩვენს ხეობაშიო, ეს საქართველოა და ქართული პოლიცია მართლწესრიგის აღსადგენად სადაც უნდა იქ გადაადგილდება, კიდევ ერთი პანკისელების მუქარანარევი განცხადებები, რომ იმ ადამიანებმა ვინც დანაშაული ჩაიდინეს თუ დააკავეს ისევ დაპირისპირება დაიწყებაო.

პროვოკაციაა და მეტი არაფერი, საქართველოს სახელმწიფომ მათვის ძალიან ბევრი გააკეთა, როდესაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან დევნილები მივიღეთ და (სწორადაც მოვიქეცით) ამის გამო პუტინმა არაერთგზის დაბომბა პანკისის ხეობა, ჩვენ ეს ყველაფერი ავიტანეთ, შევიფარეთ მოქალაქეობა მივეცით, ახლა ძალადობენ ქართულ პოლიციაზე, როგორც გავიგე პოლიციის ახალი შენობის გახსნის წინააღმდეგნიც ყოფილან! არა ბატონებო, ასე არ გამოვა – დააშავა ვინმემ პასუხიც უნდა აგოს კანონით, რაც შეეხება ჰესის საკითხს ვიმსჯელოთ და ხალხის აზრის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს არის დემოკრატიის და მართლწესრიგის ადათ-წესი!” – აცხადებს ლაღიძე.

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *