გიორგი ლაღიძე – „მივმართავ ხელისუფლებას მიხედეთ დავით- გარეჯის პრობლემას სხვა შემთხვევაში წახვალთ პოლიტიკურ სანაგვეზე“

32 მნახველი

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე დავით-გარეჯში იმყოფებოდა და მოგვაწოდა ზუსტი იმფორმაცია თუ რა ხდება მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გიორგი ლაღიძე აცხადებს რომ მონასტრისკენ მიმავალი გზა კვლავ გადაკეტილი აქვთ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს:

“ამ წუთებში ვბრუნდებით დავით- გარეჯის მონასტრიდან, სიცრუეა როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგებლები აცხადებენ თითქოს მონასტერი გახსნილია,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ უდაბნოს მონასტრის მისასვლელი გზასთან და თვითონ მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ტაძარში არავის არ უშვებენ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიხედეთ დავით- გარეჯის პრობლემას, სხვა შემთხვევაში თქვენ წახვალთ პოლიტიკურ სანაგვეზე, ძალიან მალე ქართველი ხალხი არ გაპატიებთ ამ დანაშაულს“

0Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *